„მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს

„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა რომ მაესტროს დირექტორი იქნება ზურაბ ნაყეური.

„მაესტროს ყავს ახალი დირექტორი – ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მაესტროს დირექტორი იქნება ზურაბ ნაყეური. ვინაიდან დავის წარმოშობის საფუძველი არ იყო, ის დაინიშნა დირექტორად. ნაყეური დღესვე დარეგისტრირდება დირექტორად და შეუდგება საქმიანობას”, – განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ პარტნიორთა კრების შემდეგ.

ამასთან, ახალ დირექტორს მხარს არ უჭერს “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, პაატა კიკვიძემ განუცხადა.

“მამუკა ღლონტი მხარს არ უჭერს ახალ დირექტორს. გეგმების წარმოდგენა ასე არ ხდება, როგორც ბატონმა ზურაბმა წარმოადგინა. ჩვენ თუ მომავალში შევიცვლით დირექტორის მიმართ დამოკიდებულებას, ამას აუცილბელად გეტყვით. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ახალ დირექტორს”,- აღნიშნა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიISIS ვიდეოს ავრცელებს – ჯიჰადისტები ლონდონს, ბერლინსა და რომს ტერორისტული აქტებით ემუქრებიან
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: საარჩევნო სია არავისთვის ცნობილი არ არის