“მაესტროს” 27 ყოფილ თანამშრომელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

მაესტროს 27 ყოფილ თანამშრომელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ლაპარაკია ბიზნეს კონტაქტისა და საქმიანი დილის თანამშრომლებზე. ჟურნალისტების თქმით, ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ მათ ჯერ უფლებამოსილება შეუჩერა, 6 ივნისს კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლების თქმით, მათ არა ერთხელ სცადეს ახალ მენეჯმენტთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ და ახლა პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად საქმის სასამართლოში განხილვას მიიჩნევენ.

ჟურნალისტები მაესტროსგან ფინანსური დავალიანების დაფარვას მოითხოვენ. ბიზნეს კონტაქტისა და საქმიანი დილის ინტერესებს პროფკავშირების იურისტი დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი : ჩვენ რუსეთის მხარდაჭერა გვჭირდება
შემდეგი სტატიარუსული პრესა: იგორ გიორგაძემ შესაძლოა 8 ოქტომბრის არჩევნებში კენჭი იყაროს