მადუროს შეპყრობისას 100 ადამიანი დაიღუპა – ვენესუელას შსს

ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი დიოსდადო კაბელო ირწმუნება, რომ აშშ-ის მიერ ქვეყანაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კარაკასს აქამდე არ დაუსახელებია დაღუპულთა რიცხვი, თუმცა არმიამ 23 დაღუპულის სია გამოაქვეყნა.

ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მადუროს მეუღლემ, სილია ფლორესმა, აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს თავის ტრავმა მიიღო, მადურომ კი – ფეხის.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლაა საჭირო, მსგავსმა ქმედებამ კი შესაძლოა, პუტინი დააფიქროს
შემდეგი სტატიააშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას გამოეთიშება