მადურო: ვენესუელელი დეზერტირები გადატრიალებას ამზადებენ

ვენესუელელი დეზერტირების ნაწილი სამხედრო გადატრიალებას ამზადებს – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა – რუსული მედია წერს. მადურომ ოთხშაბათს სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კოლუმბიელმა ოლიგარქებმა დეზერტირები გადატრიალების მოსაწყობად დაიქირავეს, მათი მიზანია ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ხელისუფლების შეცვლა. “მონოპოლიური ერთობა, მაქსიმალური მორალი! იქ, სადაც გამყოდველი ჩნდება, მისი სამართალში მიცემა!” – მადურომ სამხედროებს მოუწოდა.
ადრე მან ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

დღესვე გავრცელდა, რომ ვენესუელას უმაღლესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს, რომელმაც თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყნის დატოვება აუკრძალა და ბანკში აქტივები გაუყინა. ამდაგვარად, სასამართლომ ვენესუელის პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა გუაიდოსთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შესახებ. ადრე გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა, რომ გამოძიება დაკავშირებულია “ძალადობის აქტთან, რომელიც ქვეყანაში 22 იანვრიდან ხდება”.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელმა ხუან გუაიდომ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. მან თქვა, რომ “მისი მიზანია მთავრობის უზურპაციის დასრულება, გარდამავალი მთავრობის ფორმირება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.” გუაიდოს ლეგიტიმურობა ლათინური ამერიკის ქვეყანათა უმეტესობამ აღიარა, ასევე, აშშ-მ, კანადამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, საქართველომ და სხვებმა.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი (იარაჯული):აწმყომ ვერაფერი სანუგეშო და აღმატებული უბოძა წარსულს…