მადრიდში გამართულ ღონისძიებაზე საქართველომ ორმოცამდე ქვეყანას შორის განსაკუთრებული კუთხის სტატუსი მოიპოვა

ქალაქ მადრიდში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საუნივერსიტეტო, კულტურული დღესასწაული გაიმართა.

ღონისძიებაში ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა და ორმოცამდე ქვეყანას შორის განსაკუთრებული კუთხის სტატუსი მოიპოვა.

საქართველოს კუთხემ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ასობით სტუმარზე, რომელთაც საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული, ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო, რომელიც 30 საუკეთესო ღვინის მსოფლიო ჩამონათვალშია შესული.

ღონისძიების ბოლოს, მადრიდში მოქმედი ქართული ცეკვის აკადემიის ახალგაზრდა მოცეკვავეებმა სამი ქართული ცეკვა შეასრულეს.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ
შემდეგი სტატია“პრემიერო შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწნევით იქნება გამოძიებული”?