მადრიდის უდიდეს მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა

მადრიდში ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა ესპანეთის დედაქალაქის უდიდეს მეჩეთს სასიგნალო მაშხალები ესროლეს.

სააგენტო Europa Press-ის ინფორმაციით, აქტივისტებმა მეჩეთთან პლაკატი ჩამოკიდეს წარწერით “დღეს ბრიუსელი, ხვალ მადრიდი?”.

გამოცემის ცნობით, აქცია რადიკალური ისლამიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. მომხდარ ინციდენტს უკვე გამოეხმაურა მადრიდის მერია. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ყველა რელიგიის წარმომადგებლის ერთობლივი თანაცხოვრება წარმოადგენს ქალაქის უსაფრთხოების საფუძველს. “ჩვენ ყველა ერთად ვებრძვით ტერორიზმს”, – ნათქვამია ქალაქის მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: ძალიან იმოქმედა ჩვენზე თავად ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების თანაგრძნობამ
შემდეგი სტატიააფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება