მადრიდის რეალი უკრაინას 20 გენერატორს გადასცემს

საფეხბურთო კლუბი მადრიდის რეალი საკუთარი ფონდის მეშვეობით, უკრაინას დასახმარებლად 20 გენერატორს გადასცემს. ამ ნაბიჯით, გუნდი დონეცკის შახტარის სოლიდარობის ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც ზამთრის მოსვლასთან ერთად, უკრაინის მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად.

უკრაინულმა საფეხბურთო კლუბმა, დონეცკის შახტარმა ევროპულ გუნდებს მიმართა, რომ დაეხმარონ გენერატორების მოპოვებაში, რაც უკრაინელ ხალხს ზამთრის პერიოდის უკეთესად გადასალახად დაეხმარება. მადრიდის რეალი 20 გენერატორს უკრაინის სხვადასხვა ოლქში გაანაწილებს.

banner
წინა სტატიაში„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი – მიხეილ სააკაშვილი არასრულფასოვნად იკვებება, აქ საუბარი არ არის შიმშილობაზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაერთიანდა და უკრაინაში 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ