საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთსქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შევხვდი ესტონეთის პრემიერ- მინისტს, კაია კალასს. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე გავამახვილეთ.
მადლობელნი ვართ ქართველი ხალხისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისა და მეგობრობისათვის, – წერს პრეზიდენტი.