მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის და ქალბატონი დენისოვასი. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, არ შეუწყვეტიათ ჩემ შვილზე ზრუნვა – გიული ალასანია

ძალიან მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის და ქალბატონი დენისოვასი. მიუხედავად მათი ასეთი მძიმე მდგომარეობისა, არც ერთი წუთი არ შეუწყვეტიათ ჩემ შვილზე ზრუნვა. ისინი ცდილობენ რომ თავისი მოქალაქე დაიბრუნონ, რომელიც ძალიან სჭირდებათ ამ კრიტიკულ დღეებში – აცხადებს გიული ალასანია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დღითი დღე უარესდება.

ოჯახის წევრები და ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის ერთადერთი გამოსავალი მისი ადეკვატური მკურნალობაა უცხოეთში, თუმცა ხელისუფლება ამ ყველაფერს არ თანხმდება და არც იმჩნევს.

“არც ერთი რეკომენდაცია ჩვენი არ შესრულდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება მისი ჯანდაცვის კუთხით, როგორც მინიმუმ. ეს არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა, ეს არის უფლება ჯანდაცვაზე და ეს უფლება მას აქვს დარღვეული, რაც გახლავთ არაადამიანური მოპყრობა და აუცილებელია დაუყოვნებლივ რეაგირება” ამბობს “ემპათიას” ცენტრის ხელმძღვანელიო მარიამ ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიამ პუტინისა და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიარუს სამხედროებს მარტის ხელფასები არ აუღიათ, გაბრაზებული არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ – უკრაინის გენშტაბი