მადლობელი ვარ აშშ-სი და პრეზიდენტ ბაიდენის… იმედი მაქვს, კონგრესი სწრაფად დაუჭერს მხარს ამ მოთხოვნას უკრაინის დასახმარებლად – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 64-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ-მ უკრაინას 33 მილიარდი დოლარი უნდა გამოუყოს.

დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დაცვისთვის სერიოზული სიახლეებია. შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტი მოამზადა. საუბარია 33 მილიარდ დოლარზე, კერძოდ, 20 მილიარდზე მეტი თავდაცვისთვის დაიხარჯება. ეკონომიკური მხარდაჭერისთვის 8 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი. კიდევ 3 მილიარდი დოლარი კი ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეერთებული შტატებისგან. ამისთვის ამერიკელი ხალხის და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის მადლობელი ვარ. იმედი მაქვს, კონგრესი სწრაფად დაუჭერს მხარს ამ მოთხოვნას ჩვენი სახელმწიფოს დასახმარებლად, – ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების ერთიანობის ინტერესიდან გამომდინარე, სააკაშვილის შეწყალებას არ ვაპირებ… – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიანიდერლანდები, უკრაინაში სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფს გაგზავნის