“მე აქედან მინდა მივესალმო ჩვენ პარტიულ აქტივისტს ახალციხის ორგანიზაციაში და მინდა მათ მოვუწონო ეფექტიანი საქმიანობა. ისინი ერთი, რომ საქმესაც აკეთებენ და საჯარო მოხელე რა? მას შეუძლია თავისუფალ დროს გაავრცელოს ნებისმიერი მესიჯი, მით უმეტეს, თუ რაღაცის დალაიქებაზე, შეფასებაზეა საუბარი, ამას დიდი მოცდენა არ სჭირდება. თავისუფალ დროს მათ შეუძლიათ ნებისმიერ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, მათ შორის მოიწონონ პოლიტიკური შინაარსის მქონე პოსტები, ამიტომ მე მადლობას ვუხდი ახალციხის ორგანიზაციას ეფექტიანი მუშაობისთვის”,-თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის მიერ მოპოვებულ მიმოწერაზე, რომელშიც ჩანს, როგორ იყენებს მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს ტროლ-ბოტებად.