მადლობას გიხდით უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის – ლავროვი ასლან ბჟანიას

რუსული მხარე მადლობას უხდის აფხაზეთს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილე რუსი მებრძოლებისთვის რეგულარული ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთის მიერ გაწეული დახმარება ხელს შეუწყობს, ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” შედეგების მიღწევას.

„მინდა გამოვხატო მადლიერება უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებისთვის რეგულარულად გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს დახმარება ნამდვილად ხელს შეუწყობს იმ შედეგების მიღწევას, რაც რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლებშია ასახული”, – აღნიშნა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი რატიფიცირება მოახდინა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: არ გვინდა ასეთი განცხადებების მოსმენა ჩვენი პარტნიორებისგან. ყველაფერს უწოდონ თავისი სახელი და შეეშვან ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობას