მადლობა უმაღლეს მთავარსარდალს ნდობისთვის, მადლობა პარტიის თავმჯდომარეს. ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების და მათთან ერთად ბრძოლა ყოველთვის პატივია! – გოგავა

„მინდა მადლობა გადავუხადო უმაღლეს მთავარსარდალს ნდობისთვის, მადლობა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მადლობა ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ჩემთვის დიდი პატივი იქნება მათთან ერთად ბრძოლაში შესვლა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, ბევრი რამ ვისწავლე მათგან, ბევრ რამეს ვისწავლი იგორის მსგავსი ახალგაზრდებისგან, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი! ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების და მათთან ერთად ბრძოლა ყოველთვის პატივია!“- ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გოგავამ გააკეთა.

ის დღეს ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ მის მოადგილედ წარადგინა.

პირველ რიგში მინდა ჩემი მიმართვა დავიწყო და დავეთანხმო ქალბატონ თინას, ჩემს ახალგაზრდა მეგობარს – იგორს, რომ ამ უმძიმესი ბრძოლის წინ და იმ პირობებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში პუტინის მოთხოვნით, ყველა ის გადაწყვეტილება რაც პარტიის მენეჯმენტს გააძლიერებს, რა თქმა უნდა იქნება ამ ბრძოლაში თავისი წვლილის შემტანი.
მე აქვე მინდა ვთქვა და აღარ განვავრცობ, რადგან ქალბატონმა თინამ და იგორმა კარგად აღნიშნეს თუ რა ბრძოლა გველის წინ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ.
106 დღე არც ისე ცოტაა, არც ისე ბევრია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ივანიშვილის რეჟიმი.

ამიტომ, აქვე მინდა ორიოდ სამადლობელი სიტყვა ვთქვა ნდობისთვის, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის უმაღლეს მთავარსარდალს, მადლობა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მადლობა ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ჩემთვის დიდი პატივი იქნება მათთან ერთად ბრძოლაში შესვლა.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, ჩემს ასე ვთქვათ უკვე სხეულის ნაწილს იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანი სადღაც წინ წაიყვანო, უფრო დიდი მიზნებისკენ თუ მხარს არ გიმაგრებს კარგი ორგანიზაცია. ბევრი რამ ვისწავლე მათგან, ბევრ რამეს ვისწავლი იგორის მსგავსი ახალგაზრდებისგან, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი! ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების და მათთან ერთად ბრძოლა ყოველთვის პატივია!
დანარჩენი საქმით უნდა დავამტკიცოთ!“ – განაცხადა ზაზა გოგავამ.

banner
წინა სტატიაში13 ივლისის დილამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება
შემდეგი სტატიასახელმწიფო მდივნის მოადგილე ირაკლი კობახიძეს შეხვდა