“მადლობა, რომ პუტინის წინააღმდეგ დგახართ” – შვედი პოლიტიკოსი ქართველ ხალხს

“მადლობა, რომ პუტინის წინააღმდეგ დგახართ” -ასე ეხმაურება შვედეთის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე და განათლების მინისტრი, სიმონა მოჰანსონი საქართველოში ერთწლიანი პროტესტის თავზე გამართულ აქციას.

შვედი პოლიტიკოსი გავცრელებულ მიმართვაში ამბობს, რომ არჩევანი ახლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, თავისუფლებასა და თავისუფლების დაკარგვას შორის, დემოკრატიასა და ტოტალიტარიზმს შორის არის გასაკეთებელი.

მან მხარდჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს, რომელიც უკვე ერტ წელია ევროპული მომავლისთვსი იბრძვის.

მადლობა, რომ პუტინის წინააღმდეგ დგახართ. ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნის უფლება აქვს. უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული პოლიტპატიმარი და ჟურნალისტი. არჩევანი არის სიკეთესა და ბოროტებას შორის, თავისუფლებასა და თავისუფლების დაკარგვას შორის, დემოკრატიასა და ტოტალიტარიზმს შორის. და თქვენ ვინც ქუჩაში დგახართ, თქვენი არჩევანი ნათელია- სიკეთის , თავისუფლების და დემოკრატიის არჩევანი, არჩევანი რომ გახდეთ ევროპის ნაწილი.

ჩვენ ყველამ ვიცით რა ხდება უკრაინაში, ეს ყველაფერი უკრაინას არ დაუწყია, ეს დაიწყო რუსეთმა , რაღაც ახალის და საბჭოთა კავშირის შექმნის სურვილით. მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ბრძოლაში იმისთვის რაც სწორია. ჩვენ შვედეთის ლიბერალები, ყოველთვის ვიდგებით თქვენს გვერდით, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს და რასაც არ უნდა მოითხოვდეს ეს ბრძოლა. გთხოვთ არ დანებდეთ, რადგან საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს თავისუფლება და დემოკრატია.”

banner
წინა სტატიაში2026 წლიდან პენსია 20-45 ლარით იზრდება, ხოლო კობახიძის, ყაველაშვილის და პაპუაშვილის ხელფასი 1400 ლარით
შემდეგი სტატიაზელენსკი: უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა