ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ ცოცხალია:
“მადლობა ყოვლისშემძლე და ყოვლადმაღალ ღმერთს – ცოცხალი ვარ. ვერ გამიგია, თუნდაც ჩემმა ავადმყოფობამ ამხელა ხმაური რატომ უნდა გამოიწვიოს?!”, – დაწერა მან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი კომაშია და მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.