მადლობა აშშ-ის ელჩს საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერისთვის! – ომბუდსმენი

“დიდი მადლობა აშშ-ს ელჩს, ქ-ნ კელი დეგნანს საარჩევნო რეფორმის საკითხების მტკიცე მხარდაჭერისთვის! საარჩევნო ბარიერის დაწევა არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან პოლიტიკური შეთანხმების მედიატორი ქვეყნების მხრიდან თავს მოხვეული საკითხი, დაბალი საარჩევნო ბარიერი დღეს არის უმნიშვნელოვანესი და საკვანძო საკითხი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რასაც მხარს ვუჭერთ ყველა, ვისაც საარჩევნო რეფორმებზე და ადამიანის უფლებების საკითხებზე გვიმუშავია ამ ქვეყანაში! იმედია, ათწლეულების ბრძოლა პროპორციული წარმომადგენლობის მისაღწევად წარმატებით დასრულდება!”, – წერს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი: ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო
შემდეგი სტატიამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა