“მადლიერებით ვაფასებ, რომ მაკრონი მასპინძლობს სალომე ზურაბიშვილს… საფრანგეთი და ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგანან” -უილსონი

კონგრესმენი ჯო უილსონი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აუდიენციას ეხმაურება და მას დადებითად აფასებს. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამის შესახებ X-ზე წერს და პრეზიდენტების ფოტოს აქვეყნებს.

“მადლიერებით ვაფასებ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში. საფრანგეთი და ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგანან. საქართველოსთვის ერთადერთი გზა წინ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!” – წერ უილსონი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ემანუელ მაკრონს ხვდება
შემდეგი სტატიაპუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის