“მადლიერები ვართ, რომ თანამებრძოლები ჩვენზე დარდობენ, მაგრამ ამ ეტაპზე შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობებს ვერ ვხედავ” – გედევან ფოფხაძე

“მადლიერები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები და თანამებრძოლები ჩვენზე დარდობენ, მაგრამ ამ ეტაპზე შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობებს ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

გედევან ფოფხაძე მოუწოდებს ყველას, ვინც შიმშილობის აქციაზე დარდობს, მოშიმშილეები თბილი ნივთებით უზრუნველყონ.

„მადლიერები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები და თანამებრძოლები ჩვენზე დარდობენ. ბევრი მოვიდა და გულმხურვალე მხარდაჭერა გამოგვიხატა, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, ეს პროტესტი ჩვენი არჩეული არ არის, ეს ივანიშვილის მიერ არჩეული პროტესტია, რომელმაც ქვეყანა იზოლაციისკენ წაიყვანა და საქართველოს ციხეები პოლიტპატიმრებითა და სინდისის პატიმრებით გადაავსო. ამიტომ ჯერჯერობით მიგვაჩნია, რომ პროტესტის ეს ფორმა უნდა შენარჩუნდეს, რუსთაველის გამზირი უნდა გაძლიერდეს, იყოს 24-საათიანი პროტესტი. ყველას, ვინც ჩვენზე დარდობს, მოვუწოდებ, თბილი ნივთებით, ლეიბებით, საბნებითა და იმ ყველაფერი დაგვეხმაროს, რაც საჭიროა, რომ დეკემბრის ყინვები გადავიტანოთ. შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობებს კი ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გედევან ფოფხაძეს და მასთან ერთად მოშიმშილე რამდენიმე პირს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტონ.

banner
წინა სტატიაში“ამოიღება ყველა აუდიო და ვიდეო მასალა” – ალეკო ელისაშვილის საქმის გამომძიებლის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატია2026 წლიდან პენსია 20-45 ლარით იზრდება, ხოლო კობახიძის, ყაველაშვილის და პაპუაშვილის ხელფასი 1400 ლარით