24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

მადიარი: უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს

უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს,_აცხადებს  უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი.

„შეუძლებელია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ასეთი საკითხების განხილვა მოლაპარაკების ყველა პუნქტის განხილვის გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა მადიარმა.

მისი თქმით, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ ერთი და იგივე პროცესი უნდა გაიაროს.

„თუ უკრაინა ამას გააკეთებს, მაშინ უნგრეთი რეფერენდუმს ჩაატარებს იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ევროკავშირმა ის. თუმცა ეს მალე ნამდვილად არ მოხდება“, – აღნიშნა მადიარმა.

ამასთან, მისი თქმით არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა ამისა, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს რუსული ნავთობის შეძენას, მაგრამ ამავდროულად შეეცდება ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით საცობია
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ზღვის ფსკერზეა