10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მადიარი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებენ, მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პიტერ სიიარტო საგარეო სამინისტროშია და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს, მაგრამ ეს მათ ვერ დაეხმარება.

„დოკუმენტებს ანადგურებენ, მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. ამას გეუბნებით იმისთვის, რომ გარკვეული კონტექსტი გქონდეთ უნგრეთში არსებული ვითარების შესახებ“, – განაცხადა პიტერ მადიარმა.

მისი თქმით, უნგრეთი ყველა ქვეყანას პატივს სცემს და მათაც მოუწოდა, რომ უნგრეთის სუვერენიტეტს პატივი სცენ.

„ჩვენ არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩავერევით. არც ბალკანეთში, არც ესპანეთში და არც საფრანგეთში. ეს არის ის, რაც გვსურს, რომ სხვა ქვეყნებს ვთხოვოთ“, – განაცხადა მადიარმა.

banner
წინა სტატიაშიიტალია ისრაელისა და ლიბანის მოლაპარაკებების მასპინძლობას გეგმავს
შემდეგი სტატიაურსულა ფონ ფერ ლაიენი: ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უმთავრესი მნიშვნელობისაა