უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პიტერ მადიარი ქვეყანაში მასშტაბურ საბიუჯეტო შემცირებებს აანონსებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ხარჯების რადიკალურად ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად.
მადიარის თქმით, პარლამენტარების ანაზღაურებისა და ბიუჯეტის შემცირება ქვეყანას უზარმაზარ ფინანსურ რესურსს შეუნარჩუნებს:
„დეპუტატების ხელფასების შემცირებითა და აქამდე არსებული უზარმაზარი სადეპუტატო ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) მნიშვნელოვანი კლებით, 4 წელიწადში მინიმუმ 50 მილიარდ უნგრულ ფორინტს დავზოგავთ“, — წერს პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში.


















