“მადამ პრეზიდენტი” ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად

„მადამ პრეზიდენტი“ მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა „დაარწმუნოს“ რომ ომი საქართველომ დაიწყო – ევროპული საქართველოს ერტერთი ლიდერი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ფეისბუქ პოსტით ეხმაურება.

„ომი {2008 წლის} საქართველომ დაიწყო – ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერი რეფერენდუმად აქცია. ამიტომ, ოცნების ამომრჩეველს (არა პარტიას) მინდა მივმართო. “მადამ პრეზიდენტი” ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად. არავისთვის არაა საიდუმლო – ივანიშვილის ავლადიდების სამშობლო საფრანგეთია. მანამდე როგორც პრეზიდენტი ის მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა “დაარწმუნოს” – ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი. ამიტომ ის გაცილებით დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია, – ვიდრე პრეზიდენტს დარჩენილი ფუნქციებით შეუძლია. “ოცნების” ამომრჩევლებო, თქვენი პარტია ფატალურ შეცდონას უშვებს – ნუ იზამთ იგივეს. ყოველგვარი პათეთიკის გარეშე – შთამომავლობა არ გვაპატიებს.“ – წერს გიგი უგულავა

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონო შემოტანისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე : შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებთ