“მაცვია სააკაშვილის პიჯაკი… ამ პიჯაკისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ისტორიული სირცხვილია”

“მაცვია სააკაშვილის პიჯაკი… ამ პიჯაკისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ისტორიული სირცხვილია” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

…მაცვია ერთ-ერთი პიჯაკი სააკაშვილის, რადგან მკითხეთ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ პრაქტიკულად კარგად მაქვს ეს პიჯაკი, რაც ჩემზე არ მეტყველებს მაინც და მაინც კარგად… პიჯაკების საქმე ამ საქმეს ჰქვია იმიტომ, რომ ყველაზე სიმბოლური არის პიჯაკები და არა იმიტომ რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი. არა. ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს პასუხები, ამ პასუხებს მოისმენთ ხვალ. აი ამ პიჯაკის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სირცხვილია. ქვეყნის ისტორიული სირცხვილია ეს, – ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ხვალ, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ე.წ. “პიჯაკების საქმეზე” გაასამართლებს. სასამართლოს მიმდებარედ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დააანონსა საპროტესტო აქცია.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება ასე მოქმედებას გააგრძელებს თუ არ ეცოდინება, რომ ამ ყველაფრის გამო მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მამუკა გვარამია არ არის ჩემი ნათესავი