პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მკვეთრი განცხადებების შემდეგ, პროტესტის მონაწილეთა კრიტიკა „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც გააგრძელეს. დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა აქციის მონაწილეებს „ემოციურად დაზიანებულები“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათ „გარე ძალები იყენებენ“.
„რთულია, რომ ბატონ პაპუაშვილს არ დავეთანხმო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკიდურესად არასასიამოვნოდ განვითარდა და მართლა რაღაც სექტად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი…
იმედს გამოვთქვამთ, რომ ემოციურად დაზიანებული ადამიანები ამ მდგომარეობიდან გამოვლენ და მიხვდებიან, რომ მათ გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში რაღაც ჰედლაინები ჰქონდეთ, თითქოს, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. როდესაც რუსთაველზე გაივლი, დაინახავ რომ 20-25 ადამიანი დგას“, — განაცხადა მაჭავარიანმა tv პირველის ინფორმაციით.








