მაჭავარიანი – საბანკო სექტორი მაქსიმალურად ცდილობს, რომ რესტრუქტურიზაცია და სხვადასხვა ტიპის შეღავათები განავრცოს, არ მგონია, რომ ჩვენ აქ რამე დიდი საფრთხე გვაქვს

ბოლო პერიოდში ჩვენმა საბანკო სექტორმა ორჯერ სრულად გადაავადა, პრაქტიკულად ყველასთვის სესხები და მესამედ კიდევ ინდივიდუალურად, არის მზაობა, რომ ინდივიდუალურად მათ განიხილონ ყოველი შემთხვევა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საბანკო სექტორთან მიმართებაში პრობლემები არ იქნება.

„არ ველოდები რამე ტიპის მასიურ პრობლემებს ამ კუთხით, რომ ადამიანები დაკარგავენ ბინებს, არა. არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ეს ერთის მხრივ იმიტომ, რომ საბანკო სექტორს პრაგმატულად, მორალურადაც ესმის, რომ კასკადი ამ ქონების წამოღების არასწორია და ისინი მაქსიმუმს აკეთებენ. ეროვნული ბანკი დაადასტურებს, რომ მაქსიმალურად აკეთებენ იმას, რომ რესტრუქტურიზაცია და სხვადასხვა ტიპის შეღავათები განავრცონ. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ჩვენ აქ რამე დიდი საფრთხე გვაქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშითურნავა: პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ „ნამახვანის“ მსგავს მეგაპროექტებს
შემდეგი სტატიაცერცვაძე: დიდი ალბათობაა, რომ საქართველო დიდი ქვეყნების შემდეგ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს