მაჭავარიანი კოვიდფონდზე: თანხები შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კოვიდფონდში არსებული თანხები მოხმარდება მხოლოდ პანდემიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

მაჭავარიანის თქმით, უფრო მეტი კონკრეტიკა მტავრობის დადგენილებაში იქნება წარმოდგენილი.

„რაც შეეხება კოვიდფონდში მობილიზებულ თანხებს, იქ მკაფიოდ გაიწერა, არის ბიუჯეტში ასეთი ჩანაწერი, რომ ის შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს, ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას ან ანაზღაურებას. მიზნობრიობა შენარჩუნებულია. უფრო მეტი კონკრეტიკა მთავრობის დადგენილებით იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამჟამად კოვიდფონდში 133 628 742 მილიონი ლარია მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიკოვზანაძე ბიუროკრატიულ ხარჯებზე:შემცირება თითქმის ყველა სამინისტროს შეეხო
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : მოგვიწია ისეთ პაციენტებთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ, ამან გამოიწვია მედპერსონალის ინფიცირება