მაჭარაშვილი – “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ პირობები შესრულდეს და ქვეყანამ 6 თვეში კანდიდატის სტატუსი მიიღოს

მიუხედავად იმისა, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არ არის ომი, კანდიდატის სტატუსს საქართველო ნამდვილად იმსახურებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი რის გამოც, უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი არის ომი უკრაინაში და რთული ვითარება მოლდოვაში.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” გააკეთებს ყველაფერს, რომ პირობები შესრულდეს და ქვეყანამ 6 თვეში კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

კითხვაზე, თუკი ახლა აქვთ მზაობა, რატომ არ განახორციელეს რეფორმები უფრო ადრე, რომ კანდიდატის სტატუსი გვქონოდა, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ რეფორმები 6 თვის განმავლობაში ვერ დასრულდება.

“თქვენ როგორ გგონიათ 6 თვის მერე სამივე ქვეყანა დაასრულებს რეფორმებს და განვითარებას? ასე არ არის ნამდვილად, 6 თვის მერეც გაგრძელდება ევროპასთან ურთიერთობა, რადგან სრულფასოვან წევრობამდე ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მხრიდან,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ 12 პირობიდან ყველაზე რთულად განსახორციელებელი დეპოლარიზაცია იქნება.

“იმედს არ ვკარგავ, მაგრამ ყველაზე რთულად განსახორციელებელი მე მეჩვენება, რომ იქნება ნომერი პირველი დეპოლარიზაციის საკითხი. აქ „ქართული ოცნება“ კი არა საქართველოს საზოგადოება სულ თავდაყირა რომ დადგეს, თუ ოპოზიციამ არ დაწია არასრულფასოვანი, არასწორი, არასახელმწიფოებრივი ქმედებები, ეს რთულად იქნება განსახორციელებელი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – დღეს, როგორც არასდროს, სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია – ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია – ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ
შემდეგი სტატიაირლანდიის პრემიერ-მინისტრი – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოსთვის პერსპექტივის შექმნა იყო დამსახურებული