მაჭარაშვილი – ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დატოვებით საკანონმდებლო ორგანოს არაფერი დააკლდება

ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დატოვებით საკანონმდებლო ორგანოს არაფერი დააკლდება, რადგან ის პარლამენტში არ დადიოდა და საკანონმდებლო საქმიანობას არ ეწეოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მისგან განსხვავებით, მამუკა ხაზარაძე პარლამენტში დადიოდა, მაგრამ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით იყო დაკავებული და მას რაიმე ჯანსაღი დებატები, ან საკანონმდებლო ცვლილებები არ მოუმზადებია და არ გვახსენდება. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები თავის თავს პოლიტიკურ ორგანოში ვერ ხედავენ.” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბასილაია – ნებისმიერი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა
შემდეგი სტატიაძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ… შეძახილების გამო იძულებულია, ტელევიზორი მაღალ ხმაზე ჩართოს – დენისოვა სააკაშვილზე