მაჭარაშვილი – სუს-ის ანგარიშში ჩანდა, რომ მოწოდების სიმაღლეზეა, გააგრძელოს საქართველოს ინტერესების მსახურება და არა რომელიმე პარტიის

ოპოზიციამ ვერცერთი კითხვა ვერ დასვა იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როგორ მოახერხა, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ომების ფონზე, საქართველოში არის მშვიდობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს.

„უწყების ანგარიშში ჩანდა, რომ გამოწვევები ისევ რჩება და სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, გააგრძელოს საქართველოს ინტერესების მსახურება და არა – რომელიმე პარტიის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – საქართველოს ჩინეთთან მტრული ურთიერთობა რატომ უნდა ჰქონდეს, დღეს ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რასაც თავად ამერიკა აღიარებს
შემდეგი სტატიაჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არანაირად არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – დარჩიაშვილი