მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილი „ვეტოვუმენად“ არის წოდებული

სალომე ზურაბიშვილმა დააგროვა ვეტოები – „ვეტოვუმენად“ არის წოდებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნებისმიერ წარმატებას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს.

„რა თქმა უნდა, ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება „ბატონი იმიტომ“, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ 9 პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკოში და დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება.

სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები. საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებას. ნებისმიერი წარმატება, რომელიც აქვს საქართველოს მის მიერ აღქმული არის პირად სუბიექტურ წარუმატებლობად. ამიტომაც არის, რომ როდესაც კანონმდებლობაში სწორი ცვლილებები შედის ის ვეტოს ადებს. დააგროვა აი, ეს ვეტოები. “ვეტოვუმენად” არის წოდებული,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – როდესაც ხელის გადაგრეხის პრინციპი იწყება პარტნიორის მხრიდან, რა თქმა უნდა, შენ უნდა შეეწინააღმდეგო, რათა ეს ურთიერთობები გადაარჩინო
შემდეგი სტატიამედია – სამხრეთ კორეის საგარეო უწყება რუსეთის ელჩს დაიბარებს