მაჭარაშვილი სააკაშვილზე – ორმაგი სტანდარტის ადამიანი უკრაინაშიც არ უნდათ

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო ცხრა წელი და შემდეგ უკრაინაში, სახლის სახურავებიდან ყვიროდა, რომ არის უკრაინელი, ასეთი ორმაგი სტანდარტის მქონე ადამიანი უკრაინაში არ უნდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია.

„უკრაინის ეს ის სახალხო დამცველია, რომელიც სექტემბერში საქართველოში იყო, პენიტენციური სისტემა საუკეთესოდ შეაფასა და უკრაინის იუსტიციის მინისტრს მოუწოდა, საქართველოში ჩატარებული რეფორმები გადაეღოთ. ეს ორი თვის წინ ხდებოდა და სამწუხაროდ, ახლა რაღაც პრეტენზიები გაუჩნდა პენიტენციური სამსახურის მიმართ. უკრაინელ ხალხს სააკაშვილის მათ ქვეყანაში დაბრუნება ნამდვილად არ სურთ და ამიტომ ცდილობენ, სახალხო დამცველს შეაგონონ, რომ არ არის მისი საქმე უცხო ქვეყანაში მისი მოქალაქის უფლებების დაცვა, როცა მას დანაშაულები აქვს ჩადენილი. მიხეილ სააკაშვილის უფლებები საქართველოში დაცულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო ცხრა წელი და შემდეგ უკრაინაში, სახლის სახურავებიდან ყვიროდა, რომ არის უკრაინელი. ასეთი ორმაგი სტანდარტის მქონე ადამიანი უკრაინაში არ უნდათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

წინა სტატიაშისკანდალური ჩანაწერები – ენმ მამა-შვილ რიჟვაძეებისა და ხელვაჩაურის მერის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიარიჟვაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე – თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას