მაჭარაშვილი – სააკაშვილს, თუ ჩამოვა, გადასატან ყუთს მივუტანთ

სააკაშვილს, თუ ჩამოვა, გადასატან ყუთს მივუტანთ – გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში, ვიდრე სააკაშვილის სიზმრებია მის ჩამოსვლაზე,- ასე ეხმიანება არჩევნებისთვის დაბრუნების შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

“არ დაგვავიწყდეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უკვე 8 წელია საქართველოში ჩამოსვლას ლამობს და ამას ვერც ამჯერად გააკეთებს. თუ წარმოვიდგენთ თეორიულად მაინც მის ჩამოსვლას, გარდა ქართული მართლმსაჯულების გამამტყუნებელი განაჩენისა, მას საზღვართან დახვდება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მხილებულია სისტემურ დანაშაულში, 300 000- ზე მეტი პრობაციონერი, 2008 წლის ომის რამდენიმე ათეულ ათასი ლტოლვილი, ბიზნესმენები წართმეული ქონებით და უამრავი პრობლემა, რაც მან დატოვა. ასე რომ, არ მგონია, საქართველოში ჩამოსვლის და იმ სასჯელის მოხდის სურვილი გაუჩნდეს, რაც მან დატოვა,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ციტადელი“ საქმიანობას აფართოებს
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავა