მაჭარაშვილი – სააკაშვილს სერიოზულად საკუთარ გუნდშიც არ აღიქვამენ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ვინმე თუ სერიოზულად აღიქვამს, არ ვიცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს სერიოზულად საკუთარ გუნდშიც არ აღიქვამენ.

„მგონი, სააკაშვილს სერიოზულად თავის გუნდშიც აღარ აღიქვამენ. თუ სააკაშვილს გამბედაობა ეყოფა და ქვეყნის საზღვრებს მოადგება, მართლმსაჯულების გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დახვდება, ასევე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მხილებულია დანაშაულებში და ასევე უამრავი ადამიანი, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დროს გააუბედურა. საზოგადოება განაჩენს თავად გამოუტანს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ „თალიბანის“ ახალი მთავრობით შეშფოთებულია
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე – არჩევნებზე შედეგს ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია დადებს