მაჭარაშვილი – სააკაშვილმა ცივი წყალი გადაასხა ყველას, ვინც თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვდა

მიხეილ სააკაშვილმა ცივი წყალი გადაასხა ყველას, ვინც თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვდა, რადგან მან თქვა, რომ არჩევნები არათუ უნდა გადაიდოს, არამედ წინ უნდა გადმოიწოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას ასეთი არასტანდარტული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ახასიათებს. “მათი ძირითადი საბაბი და მოტივი გასაგებია, საკუთარი კვლევები ნახეს, რომ იქ სახარბიელო მდგომარეობა არ აქვთ და მიზეზებს ეძებენ.

ოპოზიციას არც არჩევნების გადადება, გადმოწევა და თარიღის შეცვლა არ უშველის. ოპოზიციამ ის მარცხი მიიღოს, რასაც 2 ოქტომბერს მოსახლეობა გაუფორმებს. ამის შემდეგ კარგად უნდა დაჯდეს და 2024 წლისთვის თუ კარგად მოემზადებიან, საზოგადოებამ შეიძლება გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევში, საერთაშორისო პარტნიორებთან ცრუ ინფორმაციებს გაგზავნა თუ კოვიდის გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის არ უშველით, რადგან საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა. ცდილობენ, დრო მოიგონ და ამინდი შექმნან, დესტრუქცია მოაწყონ და ა.შ. ისინი ამას არც მალავენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რაც შეიძლება ცუდი იყოს, “ქართულ ოცნებას” უნდა მიეწეროს. მათი მცდელობა იმდენად უსუსურია, რომ აქაც ერთიანი არ არიან, ვიღაც თავს იკავებს, ვიღაც არჩევნების მომხრეა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების გადადება არც უნდა განიხილებოდეს.

„საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება! გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება – ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში. ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ რეფერენდუმის ყველანაირი გადადების“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance: თიბისის ბიზნეს აპი ევროპაში საუკეთესოა
შემდეგი სტატიატერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდება