მაჭარაშვილი – სააკაშვილის შიმშილობის მიზანი არის არჩევნების მეორე ტურამდე მხარდამჭერებში მოტივაციის აწევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის მოსაზრებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული შიმშილობის მიზანია, არჩევნების მეორე ტურამდე, მათ მხარდამჭერებში მოტივაციის აწევა.

„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სააკაშვილი არის პატიმარი და თუ მან პროტესტის ფორმად შიმშილობა არჩია, ეს არის მისი უფლება. სამედიცინო ჯგუფი უზრუნველყოფს იმას, რომ მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. ამ ყველაფერის მიზანია, არჩევნების მეორე ტურამდე, მათ მხარდამჭერებში მოტივაციის აწევა. 28 დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილთან ასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, არც ერთ ადამიანს ფორმალურადაც არ აღუნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც მეგობრისთვის შიმშილობის შეწყვეტა ერჩია და მას პროტესტის სხვა ფორმა აერჩია. ეს კიდევ ერთ-ერთი ნიშანია იმის, რომ ამ ძალისთვის ადამიანი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი ღირებულებას არ წარმოადგენს. სჩანს, რომ მათ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კი არ აინტერესებთ, არამედ ის ფორმა, რომ სააკაშვილმა ეს ყველაფერი როგორმე გააგრძელოს და სპეკულაციები გამოიყენოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირიჟვაძე – გავაგრძელებთ ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მეუფე გრიგოლი მივიდა