მაჭარაშვილი რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

“ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის დაზვერვის განცხადება რეალობაა და “ამას ვინ გაიმეორებს, ეს არაფერს ცვლის.“

მაჭარაშვილის მტკიცებით, უცხოური ძალები ცდილობენ ქვეყანაში არეულობას და ეს მოცემულობაა.

ყოველთვის კარგად ხართ შეიარაღებული რუსეთის პრესის და მედიის განცხადებებით, რაშიც მე მოვიკოჭლებ. სამწუხაროდ, უცხოური ძალები ცდილობენ ქვეყანაში არეულობას და ახლა ის მოცემულობა, რეალობა რაც არის, ამას თუ გაიმეორებს ვინმე, რუსეთი იქნება თუ სხვა, ეს არაფერს ცვლის.

მზე რომ აღმოსავლეთიდან ამოდის, ვამბობთ და რუსეთშიც რომ თქვან, აღარ დავეთანხმოთ? საზოგადოების უმრავლესობამ, კარგად იცით, უარი უთხრა ფაშისტურ ლიბერალიზმს“,- განაცხდა მაჭარაშვილმა.

“ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს” – განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.

მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება
შემდეგი სტატიაკარლ პეტერ ლოკენი : საქართველომ  გერმანიაში არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა