მაჭარაშვილი – რევოლუციურ სცენარებზე სააკაშვილი საუბრობს, რად უნდა ამას პრემიერის ან ჩემი დამტკიცება

პრემიერს აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია და მან და მისმა გუნდმა მთავრობაში ძალოვანი უწყებების ჩართულობით, აარიდა სახელმწიფოს ის უბედურება, რაზეც ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ, თუ რა იგეგმებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ- მინისტრის განცხადებას, რომ სააკაშვილი დესტაბილიზაციის მიზნით ჩამოვიდა და 2 ოქტომბერს რამდენიმე ოპოციონერის მკვლელობა და ქაოსისა და არეულობის მოწყობა იგეგმებოდა.

მისი თქმით, რა გეგმები ჰქონდა სააკაშვილს, ამის დადგენაში, შესაძლოა, მისივე ვიდეოები დაეხმაროთ.

„მგონი არავის უკვირს, რომ სააკაშვილს ელანდება და სურს რევოლუცია, ამას თავადაც არ მალავს და კიევიდან საჯარო გამოსვლებში არაერთხელ მოუწოდებდა მომხრეებს, რომ ბევრი საპროტესტო აქცია, მათ შოროს არაკანონიერი უნდა ჩაეტარებინათ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამართლდამცავი ორგანოების საწინააღმდეგო განცხადებები უნდა გაეკეთებინა. ბუნებრივია, პრემიერს აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია და მან და მისმა გუნდმა მთავრობაში ძალოვანი უწყებების ჩართულობით, აარიდა სახელმწიფოს ის უბედურება, რაზეც ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ხნის მერე კიდევ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ თუ რა იგეგმებოდა. ნუ გვიკვირს, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე.

„ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პოლიტიკური დაავადება, თავის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი არ აინტერესებთ. ჩვენ დეტალებში ვერ შევალთ, რადგან არც ვიცით და არც გვაქვს უფლება გაჟღერდეს, სანამ შეიძლება გამოძიებამ ჩათვალოს საჭიროდ, რომ რაღაც ინფორმაცია საჯარო გახდეს. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ შემოვიდა ქვეყანაში უკანონოდ და ბევრი დეტალი შეიძლება გახდეს ცნობილი. სწორედ ამას გულისხმობს ღარიბაშვილი, როცა ამბობს, რომ თავის დროზე გახდება ცნობილი, ყველა ის დეტალი, თუ რა ჰქონდა გეგმაში მოხეილ სააკაშვილს როცა შემოვიდა. მეტსაც გეტყვით, შეიძლება მის მიერ ჩაწერილი ვიდეოები დაგვეხმაროს, იმაში თუ რა გეგმები ჰქონდა, როცა შემოდიოდა საქართველოში ისევე, როგორც აქამდე გვეხმარება ეს ვიდეოები. რევოლუციურ სცენარებზე გამოძიება კი არა სააკაშვილი საუბრობდა და საუბრობს დღემდე, რად უნდა ამას პრემიერის ან ჩემი დამტკიცება, თვითონ ამბობს ადამიანი უნდა ჩამოვშალოთ, დავამხოთ ხელისუფლება, მისი მომხრეები ამბობენ უნდა ავჯანყდეთო,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე და მისი პარტიის წევრები არჩევნების მეორე ტურზე თბილისსა და რუსთავში დამკვირვებლები იქნებიან
შემდეგი სტატიახოშტარია – ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე, მოკვდესო