მაჭარაშვილი – ქართული მხარე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს არათუ სურვილს არ აკლებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ქართული მხარე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს არათუ სურვილს არ აკლებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს.

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო არა მხოლოდ თეორიულ დონეზე, არამედ პრაქტიკულ დონეზე, ევროპელ პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიიღო და ბევრი ნაბიჯი გადადგა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარებულიყო, რეფორმები ჩატარებულიყო.

დეპუტატის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და უვიზო მიმოსვლის მიღება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დაუღალავი შრომით ცდილობს, ჯერ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, შემდეგ წევრობის.

„თითოეულ ევროპარლამენტარს თავისი შეხედულება აქვს და მათ შეფასებებს ყურადღებით ვისმენთ, თუმცა ვაანალიზებთ, რომ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც შეიძლება, თავისი შეხედულება ჰქონდეთ, რომელიც სიმართლეს ემთხვევა, ან – არა. შეფასებას, რომ სურვილს ვაკლებთ ამ პროცესს, არათუ სურვილს ვაკლებთ, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც ვდგამთ“, – დასძინა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არაფერში სჭირდება
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი – ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი – მხარს ვუჭერ უკრაინის უფლებას თავი დაიცვას