მაჭარაშვილი – პატიმარ სააკაშვილის საკითხი პრობლემა თავად „ნაცმოძრაობისთვისაც” გახდა

“სააკაშვილის უკანონო ჩამოსვლამ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა “ნაციონალურ მოძრაობას”, ვიდრე ჰქონდათ მანამდე, სანამ ის უკრაინაში იყო – ეს არის მოცემულობა. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მის გათავისუფლებას არავინ ითხოვს და საზოგადოებაში ამას ლეგიტიმაცია არ აქვს, რაც არის სწორედ ის წინაპირობა, რის გამოც შეუმდგარ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ფაქტობრივმა თავმჯდომარემ ე.წ. მასობრივი შიმშილობა დააანონსა. რაც 21 დეკემბერს მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციაში დაწყებულია გადახალისების პროცესი, რასაც ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობის” არაორდინალური გადაწყვეტილებები და ქმედებები. პატიმარ სააკაშვილის საკითხი პრობლემა თავად „ნაცმოძრაობისთვისაც” გახდა, ორად არის გაყოფილი აზრები, ძირითადი ლიდერებისთვის მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა პატიმარ სააკაშვილის საკითხი და სხვა საკითხებს უკვე აღარ აყენებენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, გარდა მისი გათავისუფლებისა და ისიც რა ფორმით, ამაზეც ვერ შეთანხმდნენ,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიაუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და შეწყდეს პოლიტიკური დევნა – მინაშვილი
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა