რადიკალურ ოპოზიციაში პარტიას ვერ დამისახელებთ, რომელიც რამეზე თანხმდებოდეს, ორმა ნიკამ ე.წ. ახალი შექმნა და პარტიის თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, რა ერთობაზეა საუბარი?, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს ოპოზიციასთან დაკავშირებით საერთო სიის საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„რადიკალურ ოპოზიციაში ერთ-ორკაციან პარტიას ვერ დამისახელებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს რამეზე მაინც თანხმდებოდეს. კარგად ვნახეთ ვიდეოკოლაჟი, როცა ყველა ერთმანეთს ლანძღავს, აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათთან ვერანაირ კავშირში ვერ იქნება. უცხოურმა ძალამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ზურაბიშვილის ლგბტ დროშის ქვეშ დროებით გააერთიანა ყველა რადიკალი, თუმცა დროებით, რადგან ყველა აღიარებს, რომ ისინი ან ცალ-ცალკე ან ერთად არჩევნებში ვერ გამოვლენ, რადგან ყველას უნდა, ცენტრი იყოს. ორმა ნიკამ ე.წ. ახალი შექმნა და პარტიის თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, ორივე პარტიის თავმჯდომარეა და რა ერთობაზეა საუბარი?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.