მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირობის შესრულება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირობის შესრულება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. ამის თავად „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებსაც არ სჯერათ, რადგან რასაც ამბობენ, არასდროს ასრულებენ, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აქციებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული განცხადება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

„სამართლებრივ სახელმწიფოში აქციების გამართვა კანონით უზრუნველყოფილია, მაგრამ როგორც კი, ადგილი ექნება კანონის დარღვევას, შესაბამისი რეაგირება მოხდება. საზოგადოება ხედვას, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს არა აქვთ ლეგიტიმაცია რადიკალურ პროცესებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირობის შესრულება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. ამის თავად „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებსაც არ სჯერა, რადგან რასაც ამბობენ, არასდროს ასრულებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მე-18 დაწესებულებაში არსებობს ნებისმიერი სამედიცინო სერვისი, რაც პატიმარ სააკაშვილს შეიძლება დასჭირდეს.

„გარდა ამისა, სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა მხოლოდ იმიტომ არაა უარყოფილი, რომ ეს რისკებთან არის დაკავშირებული, არამედ იმითაც არის განპირობებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ, იმ დონეზე არ არის, რომ ინტენსიური სამედიციონო ჩარევები იყოს საჭირო. ნებისმიერი სამედიცინო სერვისი, რაც პატიმარ სააკაშვილს შეიძლება დასჭირდეს, არსებობს იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ახლა ის იმყოფება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება
შემდეგი სტატიაუგულავა: მინდა, მოვიწონო, რომ მიხეილ სააკაშვილმა იმ მოძალადე კოდალას მოარტყა ყბაში