მაჭარაშვილი – მოლოდინი მაქვს, რომ დაბოღმილი პოლიტიკოსების და მათი ინფორმაციის საფუძველზე ზოგიერთი ევროპარლამენტარის არასამართლიანი განცხადებები არ გახდება საფუძველი, კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრან

მაღალი მოლოდინი მაქვს, რომ საქართველოში დაბოღმილი პოლიტიკოსების და მათი ინფორმაციის საფუძველზე ზოგიერთი ევროპარლამენტარის არასამართლიანი განცხადებები არ გახდება საფუძველი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიის თავისუფლებისა და ნიკა გვარამიას განაჩენის შესახებ ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, როცა ევროპარლამენტარები საუბრობენ იმაზე, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ინტეგრაციას, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ყველამ, მათ შორის, ევროპარლამენტარებმა პატივი უნდა სცენ ხალხის ფუნდამენტურ უფლებას აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც სურს.

„ამ განცხადებებში მე ეს დავინახე, რომ არ გახდება ეს ამის საფუძველი. ევროპარლამენტში და ევროკავშირში კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ხათრით არავინ მოგვანიჭებს. სად სად და ევროპარლამენტში ის არ უნდა ეშლებოდეს არავის, რომ ხალხმა აირჩიოს ის, ვინც მას უნდა, სწორედ არის ის, რის გამოც გაერთიანებულია ევროკავშირი. როცა ვსაუბრობთ, რომ ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, პატივი უნდა ვცეთ ყველამ, მათ შორის, ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხის უმრავლესობის არაერთგზის მიღებულ გადაწყვეტილებებს აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, ვინც მას უნდა.

თუ ევროპა თვლის, რომ ქვეყანაში ოლიგარქიაა, რუსული ძალა მართავს ქვეყანას, ქვეყანა იქცევა, ამ განცხადებების კონტექსტი არ იქნებოდა ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. კრიტიკა რაც აქვთ, არ არის სამართლიანი ბევრი რამ, მაგრამ მზად ვართ განვიხილოთ დეტალებში. თუმცა, გასაგებია, რატომ ამბობენ, აქედან დაბოღმილი პოლიტიკოსების თუ ლობისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კეთდება ეს, მაგრამ თვითონაც რომ არ სჯერათ ამის, ამაზე მეტყველებს მათივე განცხადებები, რომ ამის მიუხედავად კანდიდატის სტატუსი უნდა მივანიჭოთ,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში 9-19 ივნისს საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი ჩატარდება
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობას დაჟინებით მოვუწოდებთ, დემოკრატიული რეფორმები გაატაროს – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე