მაჭარაშვილი – მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება, ცოტა ხანში ახალი წლის გადადებაც მოითხოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შერიგების იდეის წინააღმდეგი თავად მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია არიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, სააკაშვილმა და მელიამ შერიგების პროცესის დაწყების აზრი მყისიერად უარყვეს.

„სააკაშვილმა თქვა, რომ არავითარი შერიგება არ იქნება, აქეთ შეგვირიგდნენ, ქვეყანაში წინააღმდეგობის კერები უნდა შეიქმნასო და ჩემს დაბადების დღეზე საპროტესტო აქცია გაიმართოსო. შეიძლება, ცოტა ხანში ახალი წლის გადადებაც მოითხოვოს. ნიკა მელიამ თქვა, რომ სანამ სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება, შერიგებაზე საუბარი მანამდე არ იქნებაო. მგონი, შერიგება თავად უარყვეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – ნოემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
შემდეგი სტატიატიკარაძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, განიხილება თუ არა მის შემცვლელად არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა