მაჭარაშვილი – მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფორმით პროტესტის მიზანი არის ის, რომ ძალაუფლება ნებისმიერი გზით დაიბრუნოს

მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გაუმჯობესდება, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, სააკაშვილთან და მისი ჯანმრთელობის მგომარეობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არსებობს.

მისი თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სადაც არის მისი პირადი ექიმი, რომელიც საკუთარ პაციენტს ურჩევს, რომ იკვებოს.

„თავად ექიმი ამბობს, რომ ერთადერთი წამალი, რაც არის შიმშილობის საწინააღმდეგო, კვებაა. ვერც ერთი სამედიცინო დაწესება ვერ უზრუნველყოფს, რომ თუ ადამიანი რეალურად შიმშილობს, მისი ჯანმრთელობა არ გაუარესდეს. ამიტომ მისი, ადვოკატების და კოლეგების განცხადებები იმის თაობაზე, რომ კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, არის სპეკულაციური. მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გაუმჯობესდება, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფორმით პროტესტის მიზანი არის ის, რომ ძალაუფლება ნებისმიერი გზით დაიბრუნოს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება – კუჭავა ხოშტარიაზა
შემდეგი სტატიათუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე – ელენე ხოშტარია