მაჭარაშვილი „ლელოს“ წევრებს – თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! – ხმა ჩაიგდეთ!

თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! – ხმა ჩაიგდეთ! შენი მასწავლებლობა არავის სჭირდება, – ეს სიტყვები დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ლელოს” წევრების მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა.

მან ასევე მიმართა სალომე სამადაშვილს, რომ არის “რუსეთის შემომყვანი”.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობს სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე “გირჩის”მიერ მომზადებული პროექტის განხილვა.

პარლამენტი “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

პროექტს “ქართული ოცნების” უმრავლესობა უჭერს მხარს.

პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, “საარჩევნო კოდექსში” სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი“ და „ნაგავი“ უწოდა – პარლამენტის სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადეკანოიძე რაქვიაშვილს – ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება „ჰარემს“ დაუკავშირო რაიმენაირი გამონათქვამით