მაჭარაშვილი – კონსილიუმის წევრებმაც დაადასტურეს, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არის შესაბამისი აღჭურვილობა და მობილიზებულია ექიმთა ჯგუფი

მე-18 სამედიცინო დაწესებულება სრულად არის აღჭურვილი, მათ შორის პირდაპირ ეთერში, პროფესიონალმა ექიმებმა თქვეს, რომ აბსოლუტურად ყველა ტექნიკა არსებობს და მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი, რომ პაციენტისთვის აღმოჩენილი იყოს ყველანაირი სამედიცინო დახმარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონსილიუმის წევრებმაც დაადასტურეს, რომ საავადმყოფოში არის შესაბამისი აღჭურვილობა.

„კონსილიუმის წევრებმაც დაადასტურეს, რომ ამ საავადმყოფოში არის შესაბამისი აღჭურვილობა და მობილიზებულია ექიმთა ჯგუფი. რაც შეეხება განცხადებას, რომ კარგი იქნება სხვა კლინიკაში მისი გადაყვანა, მეც შემიძლია ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილი პატიმარი საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს თავად მის ქმედებებსა და მართლმსაჯულებაზეა დამოკიდებული. ქვეყანაში არსებობს კანონი და მის წინაშე ყველა თანასწორია. რომელიმე პროფესიონალი ექიმის დასკვნა, რომ სააკაშვილს სჭირდება კონკრეტული მომსახურება და ეს არ არის მე-18 დაწესებულებაში, მსგავსი არ ყოფილა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე გამგებლებს – როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს გამგებლები აგებთ
შემდეგი სტატიამელია – 19 ნოემბერს სამი ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართება