მაჭარაშვილი – გახარია პოლიტიკურ ჭაობში აღმოჩნდა, რაც მეტს იმოძრავებს, უფრო ჩაიძირება

სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ კახა კალაძის უწყინარი და ჩვეულებრივი გამოწვევა პრაქტიკულად წააგო, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, გახარიამ წააგო იმით, რომ დააგვიანა კითხვაზე პასუხის გაცემა.

„არაფერი იყო რთული, ამ ადამიანს შეეძლო, მისულიყო, ტესტი ჩაებარებინა, თუმცა ამის ვალდებულება კანონმდებლობით არ არსებობს. გიორგი გახარიამ პასუხგაუცემელი კითხვები დააგროვა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურ ჭაობში აღმოჩნდა. ამის შემდეგ რაც მეტს იმოძრავებს, უფრო ჩაიძირება. ამიტომ სჯობს, რომ პოლიტიკას ჩამოსცილდეს, რადგან არჩევნების შემდეგ ნახავს, რომ რეიტინგი არ არის, რისი მოლოდინიც აქვს. გახარია „კოკაიშნიკი“ ახლა გახდა, მანამდე იყო თუ ახლა აპირებს, ეს მისი პირადი საქმეა. ჩვენ იმის თქმის საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, მან ნარკოტესტის ჩაბარება რატომ დააგვიანა და საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ასეთი ამბიციური ადამიანი ასეთ გამოცდას რომ ვერ ჩააბარებს, კითხვები ჩნდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ დავუთმოთ საქართველო რუსებს – ანზორ მელია
შემდეგი სტატიააჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავეს