მაჭარაშვილი – გახარია იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აგროვებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციაში ადგილის მოძებნა

გახარია იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აგროვებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციაში ადგილის მოძებნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილის მოძებნა გაუჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ გახარია დღეს აღარ არის პრემიერ-მინისტრი, რომ თვეში ერთხელ გამოვიდეს და განცხადებები გააკეთოს.

„სწორედ ამას მიანიშნებდა ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც. ის ბუნებრივი, გულდასაწყვეტი ემოცია მას ჰქონდა პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მიმართ და შემდგომ უკვე გიორგი გახარიას მიმართ. მისი ნაბიჯები რომ იყო ანტისახელმწიფოებრივი, ნამდვილად არ ემსახურებოდა კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვას მაშინ, როდესაც უმრავლესობაზე სამი ოთხი დღის წინ სულ სხვა რამეს გვიმტკიცებდა. ბუნებრივად ბადებს ძალიან ბევრ კითხვას, რაზეც ის პასუხს არ სცემს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება თავად გააკეთებს გადაწყვეტილებას შემოდგომის არჩევნებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კიდევ ერთმა ბენეფიციარმა დატოვა
შემდეგი სტატიაკალაძე – ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ერთ-ერთი დასტური, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშვილის პროექტი