მაჭარაშვილი – ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის საზოგადოებას, რომელიც ირჩევს ევროპულ ხელისუფლებას

სალომე ზურაბიშვილი გასულია კონსტიტუციური სფეროდან, თუ ის პარიზში წავა, ამით დაირღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის დარღვევაც კიდევ სხვა პასუხისმგებლობას იწვევს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს სტატუსზე პოზიტიურმა გადაწყვეტილებამაც არაფერი ასწავლა, რადგან პარიზში ისევ თანხმობის გარეშე მიდის და ისევ დაარღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და კონსტიტუციას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ არის ევროპელი, ევროპული ღირებულების მატარებელი. ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას, რომელიც ევროპას და ევროპულ ხელისუფლებას ირჩევს. ახლა ზურაბიშვილს თუ უნდა, კონტეინერით იაროს და უნდა, პირადი მანქანით. მას ეს არაფერში აღარ ჩაეთვლება. სალომე ზურაბიშვილი გასულია კონსტიტუციური სფეროდან და თუ ის პარიზში წავა, ამით დაირღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის დარღვევაც კიდევ სხვა პასუხისმგებლობას იწვევს. კონსტიტუციაში წერია, ყველა ვალდებულია, სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების 96 პროცენტი დახარჯულია – თეთრი სახლი
შემდეგი სტატიაკოლომინა – ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ამ ქვეყნის მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარებაა