მაჭარაშვილი – დროა, ზოგადი ფრაზების ნაცვლად, კონკრეტიკაზე გადავიდეთ, ევროკავშირის მხრიდან როცა საუბარია, რომ პირობები შესრულდეს, უნდა ვთქვათ, რა პირობებზეა საუბარი

დროა, ზოგადი ფრაზების ნაცვლად, კონკრეტიკაზე გადავიდეთ. როცა საუბარია, რომ პირობები შესრულდეს, უნდა ვთქვათ, რა პირობებზეა საუბარი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელის „ტვიტს“, სადაც მიშელი ამბობს: ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველომ რეკომენდაციები შეასრულა და კვლავ ასრულებს.

„დროა, ასეთი ზოგადი ფრაზების ნაცვლად, კონკრეტიკაზე გადავიდეთ. როცა საუბარია, რომ პირობები შესრულდეს, უნდა ვთქვათ, რა პირობებზეა საუბარი. საქართველომ რეკომენდაციები შეასრულა და ასრულებს. დეოლიგარქიზაციის საკითხი შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომებზე გადავედით, რაც ევროკავშირის რეკომენდაციაა. თუ ზოგად ფრაზებზეა საუბარი, ეს არის მიზეზები და ამის გამო სტატუსის მოუცემლობას ხალხი ევროკავშირს დააბრალებს და არა საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ხელისუფლებას არ პატიობენ, რომ არ დათანხმდა მეორე ფრონტის გახსნას და მისი უკანონოდ შეცვლა უნდათ, ადვილი მისახვედრია, რა სურს გლობალური ომის პარტიას